Wednesday, January 15, 2014

ჩიჩენ-იცა

ჩიჩენ-იცა (ესპ. Chichén Itzá [tʃi'tʃen i'tsa], იუკატანის მაიას ენაზე „იცას ქვაბულის პირთან“) — ვრცელი კოლუმბამდელი არქეოლოგიური ძეგლი მექსიკის ტერიტორიაზე, კერძოდ იუკატანის ნახევარკუნძულზე, აგებული მაიას ცივილიზაციის მიერ, ახ.წ. VII საუკუნეში.

ჩიჩენ-იცა მნიშვნელოვანი რეგიონული ცენტრი იყო ჩრდილოეთ მაიას გავაკებაზე გვიანდელი ანტიკურიდან ადრეულ პოსტკლასიკურ პერიოდამდე. ამ არემარეში მრავალი არქიტექტურული სტილია წარმოდგენილი, ცენტრალური მექსიკისთვის დამახასიათებელი ე.წ. მექსიკანიზებული სტილიდან პუუკის სტილამდე, რომელიც გაბატონებული იყო პუუკის მაიას ჩრდილოეთ დაბლობებზე. თავდაპირველად ცენტრალური მექსიკის სტილის არსებობა ამ რეგიონში დაპყრობების გავლენა ეგონათ, თუმცა თანამდეროვე ინტეპრეტაციით ეს უფრო კულტურული დიფუზიის შედეგი უნდა ყოფილიყო.

არქეოლოგიური მონაცემები, როგორიცაა ხანძრის ნიშნები რამდენიმე მნიშვნელოვან ნაგებობასა თუ არქიტექტურულ კომპლექსზე, მიანიშნებს, რომ ჩიჩენ-იცას დაქცევის მიზეზი სისხლიანი უნდა ყოფილიყო. ჩიჩენ-იცას ჰეგემონიის დაკნინების შემდეგ, რეგიონულმა ცენტრმა იუკატანზე მაიაპანში გადაინაცვლა.



ჩიჩენ-იცას ნანგრევები ამჟამად მექსიკის ფედერალური მფარველობის ქვეშაა და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.


გადიდებული რუკის ნახვა წყარო:http://ka.wikipedia.org/wiki/ჩიჩენ-იცა

ქრისტეს ქანდაკება

კრისტო-რედენტორი (პორტ. Cristo Redentor — „მხსნელი ქრისტე“) — იესო ქრისტეს ცნობილი ქანდაკება, რომელიც მდებარეობს ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში, კორკოვადოს მთაზე.

დღეს იგი რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს. კორკოვადოს 710 მეტრიან მთაზე ქრისტეს უზარმაზარი ქანდაკების აღმართვის იდეა პირველად კათოლიკე მღვდელს — პედრო-მარია-ბოსს 1850-იან წლებში გაუჩნდა. მან დაფინანსებისთვის ბრაზილიის პრინცესას, იზაბელს მიმართა, თუმცა იზაბელი დიდად არ დაინტერესებულა მისი იდეით. უკვე 1889 წელს, როდესაც ბრაზილია რესპუბლიკად გამოცხადდა, პედროს სურვილის განხორციელება შეუძლებლად ჩანდა, რადგან ახალი კანონები მთავრობასა და ეკლესიას ერთმანეთისგან ყოფდა.

1921 წელს, ბრაზილიის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონიალის სამზადისისას, ქანდაკების აგების იდეა კვლავ გააჟღერა „რიოს კათოლიკეთა წრემ“. ჯგუფმა ხელმოწერებისა და შემოწირულობების შეგროვება დაიწყო, რათა მთაზე ქანდაკების აღმართვა უზრუნველეყოთ. შემოწირულობები ძირიდადად ქალაქის კათოლიკეებმა გაიღეს. დიზაინერებმა მრავალნაირი პროექტი წარადგინეს — ქრისტე გაშლილი ხელებით — ჯვრის სიმბოლო, ქრისტე დედამიწის მოდელით ხელში და ა. შ. საბოლოოდ, „მხსნელი ქრისტეს“ ქანდაკება ამოარჩიეს. ქანდაკების დიზაინერი ბრაზილიელი ეიტორ და სილვა კოშტა იყო, ხოლო მოქანდაკე — პოლონური წარმოშობის ფრანგი პოლ ლანდოვსკი, რომელმაც ქანდაკება პარიზში დაამზადა, რადგან ასეთი დიდი ქანდაკების შექმნა მთელი რიგი მიზეზების გამო, იმ დროისათვის ბრაზილიაში შეუძლებელი იყო, ამიტომ ყველა დეტალი და კარკასიც კი საფრანგეთში შეიქმნა. მშენებლობამ ცხრა წელს გასტანა (1922-1931) და 250,000 აშშ დოლარი დაჯდა. 1931 წლის 12 ოქტომბერს, ქრისტეს ქანდაკება საზეიმოდ გახსნეს. მისი სიმაღლე 32 მ-ია, თუ არ ჩავთვლით 7 მეტრიან კვარცხლბეკს, მარტო თავი იწონის 35,6 ტონას, ხელის თითოეული მტევანი 100 კგ-ს. მაცხოვარს ხელები 23 მეტრის სიგრძეზე აქვს გაშლილი.


მონუმენტის სანახავადაც ბრაზილიაში ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩადის. ქანდაკებამდე მისასვლელად გაყვანილია რკინიგზა. ბრაზილიელთათვის ამ ქანდაკებას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. 2006 წელს, რიოს არქიეპისკოპოსმა ეუსებიო ოსკარ შეიდმა ქანდაკებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა და მის ქვეშ კათოლიკეებს ჯვრისწერისა და ბავშვის მონათვლის უფლება მისცა.

2007 წლის 1 აგვისტოს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამოავლინეს მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრება, სადაც ქრისტეს ქანდაკებამ მე-7 ადგილი დაიკავა.

2008 წლის 10 აგვისტოს, საშინელი შტორმის დროს, ქანდაკებას მეხი დაეცა, თუმცა ზიანი არ მიყენებია.


გადიდებული რუკის ნახვა წყარო:http://ka.wikipedia.org/wiki/ქრისტეს_ქანდაკება_რიო-დე-ჟანეიროში

თაჯ-მაჰალი

დიდებული, ღვთიური, ბრწყინვალე და 74 მეტრის სიმაღლის მიუხედავად ისეთი მსუბუქი და ჰაეროვანია, რომ ზღაპრულ ხილვას მოგაგონებს. მდინარე იამუნას დაბლობში აღმართული ტაჯ მაჰალი ყველაზე უმშვენიერესი არქიტექტურული ქმნილებაა ინდოეთში, და შეძალოა მთელ მსოფლიოშიც... მაღლა ცად აზიდულა თეთრი მარმარილოს გუმბათები – ერთი დიდი და ოთხი მცირე, რომელთა უმწიკვლო შემოწერილობაში ქალის ფორმების ამოცნობა შეიძლება. ხელოვნური არხის უდრტვინველ ზედაპირში არეკლილი ტაძარი თითქოს და ჰაერშია გამოკიდებული ჩვენს თვალწინ და ჩვენს მზერას არამიწიერი სილამაზე და სრულყოფილი ჰარმონია ბოლომდე იპყრობს. მილიონობით მოგზაურს ტაჯ მაჰალისკენ არა მარტო მისი არქიტექტურული სრულყოფილება იზიდავს. არანაკლებ შთაბეჭდილებას უქმნის ადამიანებს მისი შექმნის ისტორიაც... ისტორია, რომელიც უფრო აღმოსავლურ ზღაპარს და ლეგენდას ჰგავს, ვიდრე რეალურ ამბავს..
ეს ძეგლი დიდი მოგოლების მუსლიმი სულთნის შაჰ ჯაჰანის სიყვარულზე მოგვითხრობს თავისი მეუღლის – ზღაპრული სილამაზის მუმთაზ მაჰალისადმი. შაჰ ჯაჰანი ჯერ კიდევ პრინცი იყო, როცა XVII საუკუნეში 19 წლის გოგონაზე დაქორწინდა. ახალგაზრდა წყვილს უსაზღვროდ უყვარდა ერთმანეთი. მიუხედავად იმისა, რომ შაჰ ჯაჰანს, ისევე როგორც ნებისმიერ აღმოსავლელ მმართველს უზარმაზარი ჰარემი ჰქონდა, იგი იმდენად იყო შეყვარებული თავის ახალგაზრდა მეუღლეზე, რომ სხვა ქალებს არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. საყვარელმა ცოლმა შაჰ ჯაჰანს 8 ვაჟი და 6 ქალიშვილი აჩუქა. მაგრამ, მე–14 შვილის გაჩენის შემდეგ მზეთუნახავი მუმთაზი გარდაიცვალა... შაჰ ჯაჰანი იმდენად უბედური იყო, რომ თავის მოკვლაზეც კი ფიქრობდა. საყვარელი მეუღლის გარეშე სიცოცხლე მას უაზროდ ეჩვენებოდა. ცოლის სასიკვდილო სარეცელთან სულთანი ერთბაშად გაჭაღარავდა... და მალე ქვეყანაში ორწლიანი გლოვა გამოაცხადა, რომლის დროსაც აიკრძალა ზეიმები, ცეკვა და მუსიკა. მოგვიანებით აგრაში, რომელიც იმ დროს მოგოლების იმპერიის დედაქალაქი იყო, მუმთაზის საფლავზე აღიმართა მავზოლეუმი, რომელიც შაჰ ჯაჰანის ჩანაფიქრის მიხედვით მისი გარდაცვლილი მეუღლის ზღაპრული სილამაზის სიმბოლო უნდა გამხდარიყო...
ამ გრანდიოზული მავზოლეუმის მშენებლობა, რომელიც სილამაზით და ზომებით ყველა მანამდე არსებულს აღემატებოდა, 20 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მშენებლობაში 20 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, არქიტექტორებისა და ხუროთმოძღვრების ჩათვლით, რომლებიც მიწვეულნი იყვნენ სპარსეთიდან, თურქეთიდან, სამარყანდიდან, ვენეციიდან და თვით ინდოეთიდან. დასრულებული ტაძარი ხაზების და ფერების სრულყოფილებითა და სილამაზით აღაფრთოვანებს მნახველს. ეს მართლაც რომ სასწაულების სასწაულია. უკუნითი უკუნისამდე. დილის სიმღერასავით მსუბუქი, მთის წყაროსავით ანკარა... სიმაღლე 74 მეტრს აღწევს. კუთხეებში ოთხი მოხდენილი მინარეთია აღმართული. ტაჯ მაჰალის კედლები თეთრი გაპრიალებული მარმარილოთია მოპირკეთებული, რომელიც ოქროსავით ბზინავს შუადღის მზის ქვეშ. უმშვენიერესი, სრულყოფილი ფორმების ტაჯ მაჰალი მნახველს აკვირვებს თავისი დეტალებითაც – ხის კოხტა ორნამენტებით, აჟურული ჩარჩოებით და ფერადი ქვებით. ქონგურები მორთულია არაბული წარწერებით, რომლებმაც ქვაში ყურანის სურები აღბეჭდეს. ტაჯ მაჰალის გარშემო დიდებული დეკორატიული ბაღი გაშენდა ტბებით, შადრევნებით და ხელოვნური არხებით, რომელსაც მთლიანობაში 18 ჰექტარი უკავია. ხელოვნური არხის გასწვრივ, რომელიც ტაჯ–მაჰალის წინ მდებარეობს, დარგულია კვიპაროსები. ტაჯ მაჰალის მარჯვენა და მარცხენა მხარეს განლაგებულია წითელი აგურით ნაგები ორი მეჩეთი. სრულყოფილების სურათს ავსებენ ლაჟვარდოვანი მინდვრები და უზარმაზარი კაშკაშა ყვავილები, რომლებიც ამ ბაღის სასწაულებრივ და ზღაპრულ იერს ამყარებს.

მდინარე იამუნას მეორე ნაპირზე შაჰ ჯაჰანს კიდევ ერთი მავზოლეუმის აგება სურდა თავისთვის. მისი ჩანაფიქრით, ახალი მავზოლეუმი ტაჯ მაჰალის ფორმებს გაიმეორებდა და ერთმანეთს ეს ორი ქმნილება ხიდით დაუკავშირდებოდა. მაგრამ შაჰ ჯაჰანის ამ გრანდიოზულ ჩანაფიქრს ასრულება არ ეწერა. როგორც ეს ისტორიაში ხდება, უეცრად დიდმა შაჰ ჯაჰანმა, ინდოეთის მმართველმა ძალაუფლება დაკარგა, მას მძიმე ბორკილები დაადეს და ციხეში ჩასვეს. მძიმედ დაავადებული, გაჭაღარავებული და დატანჯული... ოდესღაც მას მთელი ქვეყანა ეპყრა ხელთ, და აღარაფერი შერჩა... აღარაფერი ერთადერთი სიხარულის გარდა – ციხის ვიწრო სარკმელი. ციხიდან არ ჩანდა არც მისი სამშობლოს უკიდეგანო სივრცეები, არც მანგოს ხეების მუქი კენწეროები და არც გამათბობელი მზის ცისკარი... ვიწრო სარკმელში ჩანდა მხოლოდ ის – სიზმარივით ლამაზი, ზეცაში გამოკიდული თეთრი გედივით ბრწყინვალე... მისი გარდაცვლილი სიყვარულის მავზოლეუმი...

მალე თვით ერთ დროს დიდებული და შემდეგში დამხობილი სულთანიც თავისი მეუღლის გვერდით დაკრძალეს... ასეთია ეს ლამაზი და სევდიანი ისტორია, რომელმაც მსოფლიოს დიდი სიყვარულის და დიდებული ხელოვნების მაგალითები აჩუქა. ტაჯ მაჰალი ინდურ–მუსულმანური ხელოვნების ყველაზე შესანიშნავ ქმნილებად რჩება, რომელსაც დედამიწაზე პატივს მიაგებენ, როგორც ულამაზეს ნაგებობას და რომლის ნახვაც ამ სასწაულებრივ ქვეყანაში ჩასულ ნებისმიერ ადამიანს სურს.



ყველას მეოცნებეს ვუსურვებ რომ ადრე თუ გვიან, თავისი ოცნება აისრულოს და საკუთარი თვალით იხილოს ეს სასწაული. ვერანაირი ფოტოები ვერ გადმოსცემს იმ აღფრთოვანებას, სიხარულს, ბედნიერებას, რომელიც ადამიანს ეუფლება, როცა ტაჯ მაჰალთან აღმოჩნდება.



წყარო:http://indoeti.blogspot.com/2008/11/blog-post_7890.html

პეტრა

პეტრა - ქალაქი, რომელიც თანამედროვე იორდანიის ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 900 და სიკის ვიწრო კანიონში არაბიის ველიდან 660 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ველამდე გზა სამხრეთით და ჩრდილოეთით უღელტეხილებით მიდის, დასავლეთსა და აღმოსავლეთისკენ კი კლდეები მოჭრილია და 60-მეტრიან ბუნებრივ კედელს ქმნის.

სწორედ ამ ძველებურ საოცარ ქალაქში გადაიღეს ცნობილი ფილმი ”ინდიანა ჯონსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ომი”, ხოლო 2007 წლის 7 ივლისს პეტრა მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი გახდა.

პეტრა ორი მთავარი სავაჭრო გზის გადაკვეთაზე მდებარეობდა: ერთი წითელ ზღვას დამასკოსთან აერთებდა, მეორე კი - სპარსეთის ყურეს და ღაზას ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან. სპარსეთის ყურიდან მომავალი ქარავნები კვირები უძლებდნენ უდაბნოს მკაცრ პირობებს, სანამ სიკის კანიონამდე და შემდეგ სანატრელ პეტრამდე არ მიაღწევდნენ, საკვებს, ჭერსა და სასმელ წყალს არ ეღირსებოდნენ.
ყოველწიურად პეტრაში წვიმის ნალექი 15 სანტიმეტრს არ აჭარბებს. წყლის მოსაპოვებლად ადგილობრივები არხებსა და წყალსაცავებს პირდაპირ კლდეში გამოკვეთდნენ. დროთა განმავლობაში წვიმის ყველა წვეთი გროვდებოდა და ინახებოდა. ამ წყლის წყალობით პეტრელები მოსავალს იღებდნენ და აქლემებსაც ინახავდნენ. ამასთან, მათ ქალაქის აშენებაც შეძლეს - სავაჭრო ცენტრის. ქვის არხებში დღესაც წყალი მიედინება.

ასობით წლის მანძილზე ვაჭრობას დიდი მოგება და სიმდიდრე მოჰქონდა პეტრასთვის. მაგრამ, როცა რომაელებმა აღმოსავლეთისკენ საზღვაო გზები აღმოაჩინეს, სანელებლებით სახმელეთო ვაჭრობა ჩაკვდა და პეტრე თანდათან ქვიშაში ჩაიკარგა.

პეტრას ნაგებობები სხვადასხვა ეპოქაში აშენდა. ჩვ. წ. აღ-ის მე-12 საუკუნეში მისი მფლობელები რომაელები იყვნენ. ახალი დროის ევროპელებიდან პეტრა პირველად ინკოგნიტოდ მოგზაურმა შვეიცარიელმა იოჰან ლუდვიგ ურკჰარდტმა ნახა. ანტიკური თეატრის გვერდით აქ უდემეელების ეპოქის შენობას ნახავთ.
პეტრას მაცხოვრებლები ქვაზე მუშაობის ოსტატები იყვნენ. თვითონ სახელი ”პეტრაც”, კლდეს რომ ნიშნავს, ქვას უკავშირდება. ცნობილი კლდოვანი ტაძარი-მავზოლეუმი ელ-ჰაზნე, ”ფარაონის საგანძური”, როგორც მას არაბები უწოდებენ, II საუკუნეში შეიქმნა — შესაძლოა, იმპერატორ ადრიანეს სირიაში ვიზიტის შემდეგ. ნაგებობის დანიშნულება ზუსტად ჯერ კიდევ არაა დადგენილი.

პეტრას დიდი ტერიტორია უჭირავს. ცენტრიდან კილომეტრებზე იშლება. მთავარი ქუჩა, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მთელი ქალაქის გავლით იშლება, რომაელების ბატონობის დროს გაიყვანეს. მის ორივე მხარეს დიდებული კოლონადაა. ქუჩის ბოლო – დასავლეთით – დიდ ტაძართან მიდიოდა, ხოლო აღმოსავლეთით – ტრიუმფალური თაღით მთავრდებოდა. ედ-დეირი, რომელიც კლდეში გამოკვეთილი მონასტერია — უზარმაზარი შენობაა სიგანით დაახლოებით 50 მ. და სიმაღლით 45 მ. კედლებზე ამოტვიფრული ჯვრები იმას მოწმობენ, რომ რაღაც პერიოდში ტაძარი ქრისტიანული იყო.


დღესდღეობით პეტრას სანახავად იორდანიას ყოველწიურად ნახევარ მილიონამდე ტურისტი სტუმრობს. როცა ტურისტები სიკის ერთკილომეტრიან გრილ კანიონს გადიან, მოსახვევში თვალწინ “საგანძური” იშლება — დიდებული შენობა ფასადით, რომელიც უზარმაზარი კლდისგან არის გამოკვეთილი. ეს ნაგებობა პირველი საუკუნისაა. მას აგვირგვინებს ქვის ურნა, რომელშიც თითქოს ოქროსა და ძვირფას ქვებს ინახავენ. კანიონი თანდათან ფართოვდება და ტურისტები ბუნებრივ ამფითეატრში ხვდებიან, რომლის ქვიშის კედლებში უამრავი გამოქვაბულია. მაგრამ მთავარი, რაც თვალში გხვდება, კლდეში გამოკვეთილი სამარხებია. კოლონადა და ამფითეატრი I და II საუკუნეებში ქალაქში რომაელების ბატონობას მოწმობენ.


გადიდებული რუკის ნახვა წყარო:http://www.eva.ge/life-style/2011-12-29-09-48-46/553-petra

მაჩუ-პიქჩუ

მაჩუ-პიკჩუს მშენებლობა დაიწყო დაახლოებით 1430 წელს და სავარაუდოდ დასრულდა 1462 წელს, ქვიანი მთაგრეხილის ერთ-ერთ მთაზე – მაჩუ პიკჩუზე და უაინა-პიქჩუზე, ცენტრალური ანდების აღმოსავლეთით, პერუს სამხრეთით. მისი ნამდვილი სახელია პიკჩუ ან პიჩო. ქალაქის მშენებლობის დასრულებიდან დაახლოებით 100 წლის შემდეგ, ესპანელი დამპყრობლების გამოჩენის პერიოდში, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო, ინკებმა ქალაქი მიატოვეს. მას შემდეგ ის საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული იყო, სანამ 1911 წელს იელის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰირამ ბინგემმა ხელახლა აღმოაჩინა ის. უკანასკნელ პერიოდში გავრცელდა მოსაზრება, რომ ქალაქი ბინგემამდე რამდენიმე წლით ადრე, 1867 წელს იქნა აღმოჩენილი გერმანელი ბიზნესმენის, ავგუსტო ბერნსის მიერ. გარდა ამისა, არსებობს ნივთმტკიცება, რომ მაჩუ პიკჩუ ბინგემამდე იხილა ბრიტანელმა მისონერმა თომას პეინმა და გერმანელმა ინჟინერმა ჯ.მ. ვონ ჰასელმა. ნაპოვნი რუკები ადასტურებს, რომ ქალაქი 1874 წლისათვის უკვე ცნობილი იყო პირველი ევროპელებისათვის.
ჩვენ დრომდე კარგად შემონახული ინკების კოლუმბამდელი ქალაქის ნანგრევები მაღალი მთის ფერდობებზე, დაახლოებით 2 350 მ სიმაღლეზე. მდებარეობს პერუში, მდინარე ურუბამბას ხეობის თავზე, 80 კმ-ში ქალაქ კუსკოდან ჩდრილო-დასავლეთით. გარე სამყაროსგან მივიწყებული, ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა იელის უნივერსიტეტის არქეოლოგის ჰირაიმ ბინგემის მიერ 1911 წელს მისი ხელახალი აღმოჩენით. ამჟამად პერუს მთავრობა აქტიურად ცდილობს დაიბრუნოს ათასობით ისტორიული ნივთი, რომელიც ბინგემმა ამ არემარიდან გაიტანა.
მაჩუ პიკჩუს მშენებლობა დაიწყო დაახლოებით 1430 წელს და სავარაუდოდ დასრულდა 1462 წელს, ქვიანი მთაგრეხილის ერთ-ერთ მთაზე – მაჩუ პიკჩუზე და უაინა-პიქჩუზე, ცენტრალური ანდების აღმოსავლეთით, პერუს სამხრეთით. მისი ნამდვილი სახელია პიკჩუ ან პიჩო. ქალაქის მშენებლობის დასრულებიდან დაახლოებით 100 წლის შემდეგ, ესპანელი დამპყრობლების გამოჩენის პერიოდში, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო, ინკებმა ქალაქი მიატოვეს. მას შემდეგ ის საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული იყო, სანამ 1911 წელს იელის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰირამ ბინგემმა ხელახლა აღმოაჩინა ის. უკანასკნელ პერიოდში გავრცელდა მოსაზრება, რომ ქალაქი ბინგემამდე რამდენიმე წლით ადრე, 1867 წელს იქნა აღმოჩენილი გერმანელი ბიზნესმენის, ავგუსტო ბერნსის მიერ. გარდა ამისა, არსებობს ნივთმტკიცება, რომ მაჩუ პიკჩუ ბინგემამდე იხილა ბრიტანელმა მისონერმა თომას პეინმა და გერმანელმა ინჟინერმა ჯ.მ. ვონ ჰასელმა. ნაპოვნი რუკები ადასტურებს, რომ ქალაქი 1874 წლისათვის უკვე ცნობილი იყო პირველი ევროპელებისათვის.

   დოკუმენტური წყაროების მიხედვით მე-16 საუკუნის შუა ხანებში, მაჩუ-პიკჩუ იყო პაჩაკუტის(პირველი იმპერატორის 1438-1470) ერთ-ერთი მოსასვენებელი რეზიდენცია. მიუხედავად ამისა, მისი არქიტექტურა და ძირითადი გზა ხაზს უსვამს მის წმინდა რელიგიურ ხასიათს.

მაჩუ-პიკჩუ ითვლება ინკების იმპერიის ერთ–ერთ ყველაზე ცნობად ღირსშესანიშნაობად და ასევე არის ტურისტებს შორის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი სამხრეთ ამერიკაში. იგი მილიონიბით ტურისტს იზიდავს. მაჩუ-პიკჩუ შედის „კაცობრიობის დაცული საგანძურების სიაში“ — იუნესკოს 1983 წლის გადაწყვეტილებით, როგორც კულტურულ–ეკოლოგიური სიმდიდრე და ერთიანდება შემდეგი სახელწოდების ქვეშ: „მაჩუ-პიკჩუს ისტორუილი სიწმინდე.“ 2007 წლის 7 ივლისს მაჩუ-პიკჩუ შევიდა სამყაროს საოცრებათა სიაში, ლისაბონში გამართულ ცერემონიაზე.

   მაჩუ პიკჩუ მდებარეობს პერუში, ურუბამბას პროვინციაში, კუსკოს რეგიონის დედაქალაქ კუსკოდან ჩრდილო–დასავლეთით, 80 კილომეტრის მოშორებით. მაჩუ-პიკჩუს თავზე დაჰყურებს 600 მეტრის სიმაღლის კლდე (უაინა-პიქჩუ). ქალაქთან ახლოს, მდინარე ურუბამბაზე გადებულია ინკების ხიდი, რომელიც არმიის საიდუმლო შესასვლელს წარმოადგენდა. მაჩუ-პიკჩუ მოქცეულია ორ მთას შორის – მაჩუ-პიკჩუსა და უაინა-პიქჩუს. ეს მთები არიან ნაწილები ბატოლიტო ვილკაბამბას ფორმაციისა, პერუს ანდების ცენტრში. მდინარე ურუბამბას მარცხენა სანაპიროზე აღმოჩენილია ურუბამბას კანიონი, ძველად ცნობილი , როგორც პიკჩუს კებრადა. გარემო პირობებისა და მდებარეობის გამო, ქალაქი წყლით მუდმივად მარაგდებოდა წყაროების საშუალებით. ასევე, აქ იყო საკმარისი სასოფლო–სამეურნეო აც სხვადასხვა საკვებად ვარგისი მცენარე მოჰყავდათ.



მაჩუ-პიკჩუ გამოირჩევა პეიზაჟური არქიტექტურით. მისი კედლები აგებულია კლასიკურ ინკურ არქიტექტურულ სტილში. ინკები ფლობდნენ ტექნიკას, რომლის საშუალებითაც კედლების აგებისას ბლოკებს ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებდნენ კირის გარეშე. ინკები კირ–ხსნარს იშვიათად იყენებდნენ. ეს ბუნებრივიცაა, რადგანაც მაჩუ–პიკჩუ მდებარეობს სეისმურად არამდგრად ტერიტორიაზე და მიწისძვრის შემთხვევაში ერთმანეთთან კირის გარეშე დაკავშირებული ბლოკებით აგებული კედელი უფრო გამძლე იქნებოდა. ინკები მუშაობის პროცესში არასოდეს იყენებდნენ ბორბალს, თუმცა, ეს მათთვის კარგად ნაცნობი იყო, რაც მათ მიერ შექმნილი სათამაშოებიდანაც კარგად ჩანს. ამის მიზეზი ალბათ ის გახლდათ, რომ გარშემო გაუვალი ტყეები იყო და ასევე, ინკებს არ ჰყავდათ ძლიერი გადამზიდი ცხოველები. ინჟინერიაში ბორბლის გამოყენების სანაცვლოდ ინკებს დიდი შრომა უხდებოდათ მძიმე ბლოკების გადასატანად. ამას ერთდროულად ასობით მამაკაცი აკეთებდა. წყარო:https://geograpia.wordpress.com/2012/01/25/machupicchu/

კოლიზეუმი

   კოლიზეუმი მდებარეობს იტალიის დედაქალაქ რომში,გიგანტური ამფითეატრი, ძველი რომის არქიტექტურული ძეგლი (ახ. წ. 75 - 80), გეგმით ელიფსური შენობის (სიგრძე 190 მ, სიგანე 156 მ) შუაში მოთავსებული არენის ირგვლივ 4 იარუსად, საფეხურისებრ, განლაგებულია მაყურებელთა ადგილები (დაახლოებით 45-დან 50 ათასამდე). ძირითადად ეთმობოდა გლადიატორების ბრძოლის სანახაობებს. კოლოსეუმი მდებარეობდა რომაული ფორუმის მარჯვნივ და მისი მშენებლობა დაიწყო ძვ. წ. 70-სა - ძვ. წ. 72 წელს იმპერატორ ვესპასინეს ზეობის დროს. კოლოსეუმის მშენებლობა დასრულდა იმპერატორი ტიტუსის დროს და შემდგომი ცვლილებები შეტანილი იქნა იმპერატორი დომიციანეს ზეობისას. კოლოსეუმი რამდენჯერმე დააზიანა მიწისძვრამ, თუმცა დღეს იგი რომის სიმბოლოს წარმოადგენს.


წინასაახალწლო ტურისტულმა ბუმმა და უფასოდ დათვალიერების შესაძლებლობამ კოლიზეუმს პრობლემა შეუქმნა. რამდენიმე ხნის წინ ამფითეატრის კედლის ნაწილი პირდაპირ ტურისტების თვალწინ ჩამოინგრა. გარკვეული დროის შემდეგ ინციდენტი განმეორდა, მართალია ამ შემთხვევას არავინ დაუშავებია, მაგრამ ნგრევის ფაქტმა კოლიზეუმის მომავალზე ბევრი დააფიქრა.2012 წელს კოლიზეუმის მასშსტაბური რეკონსტურქცია დაიგეგმა. პროექტს ბიზნესმენი დიეგო დელა ვალე აფინანსებს. ჯერ უცნობია, როგორ წარიმართება სარემონტო სამუშაოები. ამ დროისთვის კოლიზეუმის კედლებში 3000-მდე ბზარია გაჩენილი. ხოლო ამფითეატრის ფრაგმენტები უფრო ხშირად იშლება.
  რომის მთავრობა აცხადებს, რომ კოლიზეუმის ტურისტებისთვის დახურვას არ აპირებს, თუმცა არ უარყოფს, რომ ვიბრაციამ, მანქანების მოძრაობამ და სხვა ფაქტორებმა, შესამჩნევად დააჩქარეს კულტურული ძეგლის ნგრევის პროცესი.
გადიდებული რუკის ნახვა წყარო:http://italianooo.blogspot.com/2012/04/blog-post.html

ჩინეთის დიდი კედელი

     კედლის მშენებლობა დაიწყო, ძვ.წ.აღ. III საუკუნეში, იმპერატორ ცინ ში-ხუანდის (ცინების დისტანცია) დროს, მებრძოლი სამეფოების პერიოდში. კედელს უნდა დაეცვა მოსახლეობა მტრის შემოსევებისგან. მის მშენებლობაში მონაწილეობას იღებდა მოსახლეობის მეხუთედი ნაწილი, ანუ დაახლოებით მილიონი ადამიანი. ყველა განშტოების ჩათვლით კედლის სიგრძე 21 196 კილომეტრია, ცალკე კედელი კი კიდიდან კიდემდე 2500 კილომეტრი. კედელს უნდა დაეცვა ჩინეთის უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილი თავდასხმებისგან და ასევე იმისგან, რომ მის მორჩილებაში მყოფი მოსახლეობა არ გაქცეულიყო და თავისუფლად არ ეცხოვრა სხვა თავისუფლად ტომებთან . კედელს უნდა დაეფიქსირებინა ჩინეთის საზღვრებიდა გაეერთიანებია, ერტ იმპერიაში ახლად დაპყრობილი სამეფოები.

ხანის დინასტიის მმართველობის დროს ( 206ძვ.წ.აღ. - 220 ჩვ.წ.აღ.). კედელი გაფართოვდა დასავლეთით დუნხუანამდე. ასევე აშენდა დამცავი კოშკები სავაჭრო ქარავნების უსაფრთხო გადაადგილებისთვის. კედლის ის ნაწილი რომელიც დღემდე შემორჩა, ძირითადად აშენებულ იქნა მინ-ების დინასტიის დროს (1368-1644). ამ დინასტიის დროს კედელი გაგრძელდა დასავლეთით ყვითელი ზღვის ნაპირებამდე.

1644-1911 წლებში, ცინის დინასტიის მმართველობისას კედელი უყურდრებობას განიცდიდა და მისი დიდი ნაწილი ჩამოიშალა. მხოლოდ პატარა მონაკვეთი, პეკინის საზღვართან, იყო მოწესრიგებული, რადგან ის წარმოადგენდა ქალაქში შესასვლელს.
 


    მსოფლიოში ყველაზე გრძელი და განსაცვიფრებელი ნაგებობის, ჩინეთის დიდი კედლის გარეგნული სილამაზისა და გრანდიოზულობის მიღმა ბევრი ამოუცნობი საიდუმლოება იმალება. ცოცხლად ჩატანებული მეომრები, დაკარგული საგანძური, მიწისქვეშა სამალავები, უცხოპლანეტელებთან კავშირი და ა.შ. – ეს ყველაფერი ჩინეთის დიდი კედლის დღემდე იდუმალებით მოცული მხარეა. 7 ათას კილომეტრამდე სიგრძის კედელი შანხაის გასასვლელიდან ბოჰაის ზღვამდეა გადაჭიმული.

ისმის კითხვა, რა გახდა ამ დიდი ნაგებობის აშენების მიზეზი? ჩინელები უმიზეზოდ და მარტო სილამაზის გულისთვის არაფერს აშენებდნენ, არც იმისთვის, რომ ვინმე გაეკვირვებინათ და აღეფრთოვანებინათ. ყველაზე გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, როდესაც ჩინეთის დიდი იმპერია ერთი იმპერატორის მმართველობის ქვეშ გაერთიანდა და შიდა ქიშპობას ბოლო მოეღო, სერიოზული ზომების მიღება გახდა საჭირო გარე მტრებისგან თავის დასაცავად.

აღმოსავლეთით, სამხრეთითა და დასავლეთით ჩინეთი ბუნებრივად იყო დაცული მთებითა და უდაბნოებით, ერთადერთი ღია სივრცე ჩრდილოეთით რჩებოდა. უზარმაზარი კედლის აშენების იდეა, რომელიც ამ ჩრდილოეთ მხარეს დაიცავდა, პირველად თავში უდიდეს იმპერატორს, შინხუანდის მოუვიდა.

როცა კედელს აშენებდნენ, ალბათ არავის მოუვიდოდა აზრად, რომ ეს ნაგებობა ოდესმე ტურისტულ ცენტრად იქცეოდა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან უამრავ ადამიანს მიიზიდავდა იმის სანახავად, თუ როგორი უზარმაზარი რაღაც ააშენა ამ უდიდესმა ქვეყანამ.

ამ კედლის შემხედვარე, ნებისმიერი ადამიანი იმასაც მიხვდება, რომ უბრალო მუშახელი ამხელა კონსტრუქციას ვერ ააშენებდა. საჭირო იყო კვალიფიციური მშენებლებისა და არქიტექტორების მოკრება. იმპერატორმა თავიდანვე იცოდა, რომ ისეთი კედელი უნდა აგებულიყო, რომელიც საუკუნეებს თავისუფლად გაუძლებდა.

ჩინელები მაშინაც საკმაოდ ბევრნი იყვნენ და მიზნის სისრულეში მოყვანა არ გასჭირვებიათ. ათასობით ადამიანი სრულიად უანგაროდ შრომობდა მშენებლობაზე და ეს მათთვის დიდი პატივიც კი იყო. ძვ.წ.აღ–ით III საუკუნეში დაწყებული მშენებლობა ახ.წ.აღ–ით XVII საუკუნეში დასრულდა.

ჩინეთს ძალიან ბევრი ემტერებოდა, ამიტომ, სანამ ჩრდილო ნაწილი ჯერ კიდევ ღია იყო, თავდაცვის მიზნით ყოველ საღამოს კოშკის თავზე დიდ კოცონს ანთებდნენ. თუ მოახლოებულ მტერს დაინახავდნენ, კოცონს აქრობდნენ იმის ნიშნად, რომ საბრძოლო მზადება დაწყებულიყო. ალბათ ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ სხვა ქვეყნებში პირიქით ხდებოდა, როდესაც მტერს დაინახავდნენ, სწორედ მაშინ ანთებდნენ კოცონს.

რა თქმა უნდა, არსებობდა ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი დაგეგმა და სხვების დახმარებით განახორციელა კიდეც. ისმის კითხვა, ვინ იყო ის? სამწუხაროდ, მის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება. თანამედროვე მკვლევრების მტკიცებით, ჩინელები მის ვინაობას შეგნებულად მალავენ და როგორც ყოველთვის, თავიანთი ისტორიის დეტალებს არ ახმაურებენ.

საერთოდ, ჩინელებს ბევრი რამის გამოგონებას და შექმნას მიაწერენ, რომელთა ტექნოლოგიას შემდეგ საუკუნეების განმავლობაში ასაიდუმლოებდნენ, თან იმ დონეზე, რომ ამ საიდუმლოებების არგათქმას მათი სიცოცხლეც კი ეწირებოდა.

როგორც ნებისმიერი უძველესი ქვეყნისათვის, ჩინეთისთვისაც არ იყო უცხო მსხვერპლშეწირვის ტრადიცია. არსებობს ცნობა, რომ ტირანმა იმპერატორმა ნათელმხილველების რჩევით გადაწყვიტა, მშენებლობის დროს კედლებში ცოცხლად ჩაეტანებინა მეომრები.

შინხუანდის აზრით, რაც უფრო მეტი ადამიანის სისხლი შეეწირებოდა მშენებლობას, მით უფრო ძლიერი და სახელგანთქმული იქნებოდა შენობა. მეომრებმა საკუთარი ინიციატივით შესწირეს თავი ჩინეთის დიდ კედელს. ცნობილია, რომ მსხვერპლად შეწირული მეომრების ოჯახებმა კედელიც სამუდამოდ დაწყევლეს და იმპერატორიც. მას ამის გამო ხშირად სიკვდილის კედელსაც უწოდებენ.

თანამედროვე მეცნიერებმა ბევრისთვის არც ისე დამაჯერებელი ჰიპოთეზა წარმოადგინეს, რომ ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობაში შესაძლოა ადგილობრივების გარდა სხვა ცივილიზაციებიც, მათ შორის უცხოპლანეტელებიც მონაწილეობდნენ. ამ დასკვნის ერთ–ერთი საფუძველი ისიცაა, რომ ჩინეთის დიდი კედელი ერთადერთი ნაგებობაა დედამიწაზე, რომელიც კოსმოსიდანაც ჩანს.

გასული საუკუნის 80–იან წლებში ამერიკელებმა შეძლეს კოსმოსში გაშვებული ხომალდიდან დედამიწისთვის ფოტოების გადაღება, საიდანაც თეთრ ზოლად მოჩანს ჩინეთის დიდი კედელი. კიდევ ერთი საკვირველი ფაქტი ისაა, რომ ის დედამიწის ატლასზე 30–ე პარალელს ემთხვევა.

თუ ჩინეთის დიდ კედელს 30–ე პარალელის მიხედვით გავყვებით და ბოლომდე ჩავალთ, ხეოფსის პირამიდას მივადგებით. ასეთი დამთხვევები ბევრია, მაგრამ მათი ახსნა დღემდე ვერ ხერხდება. ერთი რამ კი ნათელია – უძველესი ცივილიზაციების ერები ბევრ ისეთ სიბრძნეს ფლობდნენ, რომელსაც დღეს მეცნიერები ვერ ხსნიან და არც ასეთი „დამთხვევები” უნდა ჩაითვალოს მხოლოდ უნებლიე დამთხვევად.

როგორც ვიცით, დედამიწა მზის გარშემო ბრუნვისას ელექტრონულ ტალღებს წარმოშობს. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ კოსმოსთან პირდაპირი კავშირი დამყარდეს. ხოლო კედელი ამ შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ელექტროენერგიის გიგანტური ველი.

არსებობს თეორია, რომ ელექტრომაგნიტური სიგნალი დედამიწიდან კოსმოსში სწორედ ჩინეთის დიდი კედლიდან ადის. და თუ ასეა, ვინ იცის, იქნებ სულაც არ არის უტოპიური იმ მეცნიერების თეორია, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ძველი ჩინელები კოსმოსთან კავშირის დამყარებას ცდილობდნენ და ამიტომაცაა კედლის ხაზი ასეთი ზუსტი.

ჩინელი მკვლევრები სხვა ვერსიებსაც ავითარებენ. მათი მტკიცებით, კედლის ქვეშ მრავალი გვირაბია გათხრილი, იქვე მდებარე დალუქული სარდაფები კი არავისთვის იხსნება. ეს ვერსია მას შემდეგ წამოიჭრა, რაც გასული საუკუნის 80–იან წლებში ჩინელმა მკვლევარმა სარდაფში შეღწევა სცადა. დაცვამ იგი დააკავა და განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, მაგრამ მკვლევარმა დარწმუნებით განაცხადა, რომ იქ ძვირფასეულობა ინახება. 
გადიდებული რუკის ნახვა http://intermedia.ge/სტატია/11920-მსოფლიო-საოცრება-ჩინეთის-დიდი-კედელი/52/ http://intermedia.ge/სტატია/11920-მსოფლიო-საოცრება-ჩინეთის-დიდი-კედელი/52/